საქართველოს მთავრობასა და უკრაინის მთავრობას შორის 1997 წელს ხელმოწერილი შეთანხმებების დამტკიცებისა და ძალაში შესვლის შესახებ

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება
დოკუმენტის ნომერი
233
მიმღები ორგანო
საქართველოს პრეზიდენტი.
მიღების თარიღი
1999-05-04
გამოქვეყნების თარიღი
1999-05-13
სარეგისტრაციო კოდი
480.140.000.05.002.001.
საქართველოს მთავრობასა და უკრაინის მთავრობას შორის 1997 წელს ხელმოწერილი შეთანხმებების დამტკიცებისა და ძალაში შესვლის შესახებ

საქართველოს პრეზიდენტის

ბრძანებულება №233

1999 წლის 4 მაისი

ქ. თბილისი

საქართველოს მთავრობასა და უკრაინის მთავრობას შორის 1997 წელს ხელმოწერილი შეთანხმებების დამტკიცებისა და ძალაში შესვლის შესახებ

1. საქართველოს მთავრობასა და უკრაინის მთავრობას შორის ხელმოწერილი შეთანხმებების ძალაში შესვლის მიზნით დამტკიცდეს 1997 წლის 8 ოქტომბრის „გეოდეზიის, კარტოგრაფიის, კადასტრის და დედამიწის ზონდირების სფეროში ურთიერთქმედების შესახებ“, „საგადასახადო კანონმდებლობის დარღვევებთან ბრძოლის საკითხებზე თანამშრომლობისა და ინფორმაციის ურთიერთგაცვლის შესახებ“ და 1997 წლის 12 ივლისის „უმაღლესი კვალიფიკაციის სამეცნიერო და სამეცნიერო-პედაგოგიური კადრების ატესტაციის დარგში თანამშრომლობის შესახებ“ შეთანხმებები.

2. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ (ი. მენაღარიშვილი):

ა) აცნობოს საქართველოს პარლამენტს საქართველოს მთავრობასა და უკრაინის მთავრობას შორის ამ ბრძანებულების პირველ პუნქტში აღნიშნული შეთანხმებების დადება;

ბ) შეატყობინოს უკრაინის მთავრობას ამ ბრძანებულების პირველ პუნქტში აღნიშნული შეთანხმებების ძალაში შესვლისათვის აუცილებელი საქართველოს შიდასახელმწიფოებრივი სამართლებრივი პროცედურის შესრულება.

ე. შევარდნაძე

კრებსითი — სრული ვერსია