"საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ცენტრალური აპარატისა და სამინისტროს სისტემის მოსამსახურეებისათვის სახელმწიფო სპეციალური წოდებების მინიჭების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე" საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2004 წლის 3 ივნისის №372 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მინისტრის ბრძანება
დოკუმენტის ნომერი
888
მიმღები ორგანო
საქართველოს ფინანსთა მინისტრი
მიღების თარიღი
2010-12-06
გამოქვეყნების თარიღი
2010-12-07
სარეგისტრაციო კოდი
190040000.22.033.016062
"საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ცენტრალური აპარატისა და სამინისტროს სისტემის მოსამსახურეებისათვის სახელმწიფო სპეციალური წოდებების მინიჭების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე" საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2004 წლის 3 ივნისის №372 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

საქართველოს ფინანსთა მინისტრის

ბრძანება №888

2010 წლის 6 დეკემბერი

ქ. თბილისი

„საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ცენტრალური აპარატისა და სამინისტროს სისტემის მოსამსახურეებისათვის სახელმწიფო სპეციალური წოდებების მინიჭების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2004 წლის 3 ივნისის №372 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

    მუხლი 1

„საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ცენტრალური აპარატისა და სამინისტროს სისტემის მოსამსახურეებისათვის სახელმწიფო სპეციალური წოდებების მინიჭების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2004 წლის 3 ივნისის №372 ბრძანებით (სსმ III, 2004 წ., №58, მუხლი 503) დამტკიცებულ დებულებაში შეტანილ იქნეს ცვლილებები და მე-5 მუხლის:

1. მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„5. სამინისტროს სისტემაში ახლად მიღებულ მოსამსახურეებს (გარდა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში მიღებული მოსამსახურეებისა), რომლებიც დაინიშნენ საშუალო, უფროსი და უმაღლესი სპეციალური წოდებისათვის გათვალისწინებულ თანამდებობაზე და არ გააჩნიათ ოფიცრის სამხედრო ან სხვა სპეციალური წოდება, ენიჭებათ საშუალო სპეციალური წოდება – „უმცროსი ინსპექტორი“. სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში ახლად მიღებულ მოსამსახურეებს ენიჭებათ უმცროსი სპეციალური წოდება – „რიგითი“, გარდა ამ მუხლის 101 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევებისა.“.

2. მე-6 პუნქტი ამოღებულ იქნეს.

    მუხლი 2

ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

კ. ბაინდურაშვილი

 

კრებსითი — სრული ვერსია