მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება № 53
2010 წლის 3 დეკემბერი
ქ. მცხეთა
„მცხეთის მუნიციპალიტეტის სამხედრო აღრიცხვისა და გაწვევის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 8 ოქტომბრის № 44 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ
„ ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ’’ ქვეპუნქტისა და 43-ე მუხლის მე-2 პუნქტის , „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად და დუშეთის, თიანეთის, მცხეთის და ყაზბეგის მუნიციპალიტეტებში სახელმწიფო რწმუნებულის – გუბერნატორის ( №1111, 10.11.10 წ.) საფუძველზე,
მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
1. შეტანილ იქნეს ცვლილება „მცხეთის მუნიციპალიტეტის სამხედრო აღრიცხვისა და გაწვევის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 8 ოქტომბრის № 44 დადგენილებაში, კერძოდ: დადგენილებით დამტკიცებული დებულების პირველი მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„სამსახურს აქვს ბეჭედი სამსახურის სახელწოდების აღნიშნვით, წვევამდელთა და რეზერვისტთა აღიცხვაზე აყვანის შტამპი და წვევამდელთა და რეზერვისტთა აღრიცხვიდან მოხსნის შტამპი, რომელსაც იყენებს სამსახურებრივი მოვალეობის შესასრულებლად.“.
2. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საკრებულოს თავმჯდომარე ა. კალანდაძე