თვითმმართველი ქალაქის – ბათუმის საკრებულოს
დადგენილება №39
2010 წლის 30 ნოემბერი
ქ. ბათუმი
„თვითმმართველი ქალაქი ბათუმის ტერიტორიაზე ადგილობრივი საქალაქო რეგულარული სამგზავრო გადაყვანის სამარშრუტო ხაზებისა და მარშრუტების სქემის დადგენის შესახებ“ თვითმმართველი ქალაქის – ბათუმის საკრებულოს 2007 წლის 30 ოქტომბრის №17-8 დადგენილების ძალადაკარგულად გამოცხადების თაობაზე
„ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონის 25-ე მუხლის შესაბამისად, თვითმმართველი ქალაქის – ბათუმის საკრებულო ადგენს:
1. ძალადაკარგულად გამოცხადდეს „თვითმმართველი ქალაქი ბათუმის ტერიტორიაზე ადგილობრივი საქალაქო რეგულარული სამგზავრო გადაყვანის სამარშრუტო ხაზებისა და მარშრუტების სქემის დადგენის შესახებ“ თვითმმართველი ქალაქის – ბათუმის საკრებულოს 2007 წლის 30 ოქტომბრის №17-8 დადგენილება (გაზეთი „აჭარა“ №154, 10.11.2007 წ., გვ: 15-20).
2. დადგენილება გამოქვეყნდეს კანონმდებლობით დადგენილი წესით. ეს დადგენილება ამოქმედდეს 2010 წლის 30 ნოემბრიდან.
საკრებულოს თავმჯდომარე გ. კირთაძე