საქართველოს პრეზიდენტის
ბრძანებულება №138
1999 წლის 14 აპრილი
ქ. თბილისი
საქართველოს მთავრობასა და უზბეკეთის რესპუბლიკის მთავრობას შორის 1998 წლის 25 თებერვალს ხელმოწერილი შეთანხმების დამტკიცებისა და ძალაში შესვლის შესახებ
1. საქართველოს მთავრობასა და უზბეკეთის რესპუბლიკის მთავრობას შორის 1998 წლის 25 თებერვალს ხელმოწერილი შეთანხმების ძალაში შესვლის მიზნით დამტკიცდეს „საგადასახადო კანონმდებლობის დაცვის საკითხებში თანამშრომლობისა და ურთიერთდახმარების შესახებ“ შეთანხმება.
2. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ (ი. მენაღარიშვილი):
ა) აცნობოს საქართველოს პარლამენტს საქართველოს მთავრობასა და უზბეკეთის რესპუბლიკის მთავრობას შორის ამ ბრძანებულების პირველ პუნქტში აღნიშნული შეთანხმების დადება;
ბ) შეატყობინოს უზბეკეთის რესპუბლიკის მთავრობას ამ ბრძანებულების პირველ პუნქტში აღნიშნული შეთანხმების ძალაში შესვლისათვის აუცილებელი საქართველოს შიდასახელმწიფოებრივი სამართლებრივი პროცედურის შესრულება.
ე. შევარდნაძე