საქართველოს ცენტრალურ ბიუჯეტში საკონსულო მოსაკრებლების ჩარიცხვის შესახებ

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება
დოკუმენტის ნომერი
112
მიმღები ორგანო
საქართველოს პრეზიდენტი.
მიღების თარიღი
1999-03-20
გამოქვეყნების თარიღი
1999-03-26
სარეგისტრაციო კოდი
210.070.000.05.002.001.
საქართველოს ცენტრალურ ბიუჯეტში საკონსულო მოსაკრებლების ჩარიცხვის შესახებ

საქართველოს პრეზიდენტის

ბრძანებულება №112

1999 წლის 20 მარტი

 ქ. თბილისი

საქართველოს ცენტრალურ ბიუჯეტში საკონსულო მოსაკრებლების ჩარიცხვის შესახებ

„საკონსულო მოსაკრებლის შესახებ“ საქართველოს კანონის, „მოსაკრებლის სისტემის საფუძვლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-8 მუხლისა და „საბიუჯეტო სისტემისა და საბიუჯეტო უფლებამოსილებათა შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის მესამე პუნქტის განხორციელებისათვის დაკმაყოფილდეს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს თხოვნა და საკონსულო სავიზო გამშვები პუნქტების, საზღვარგარეთ დიპლომატიური წარმომადგენლობებისა და საკონსულო დაწესებულებების გამართული მუშაობის, სავიზო ტალონებით (ეტიკეტებით) სამინისტროს უზრუნველყოფის, მისი მატერიალურ-ტექნიკური ბაზისა და თანამშრომელთა სოციალური პირობების გაუმჯობესების მიზნით:

1. „საკონსულო მოსაკრებლის შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გაწეული მომსახურებით შემოსული საკონსულო მოსაკრებლის 20% ჩაირიცხოს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს არასაბიუჯეტო და სავალუტო ანგარიშებზე, დარჩენილი 80% საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ანგარიშზე.

2. სამინისტროს ანგარიშზე უცხოურ და ეროვნულ ვალუტაზე ჩარიცხული თანხები მოხმარდეს სამინისტროს, საზღვარგარეთ დიპლომატიური წარმომადგენლობებისა და საკონსულო დაწესებულებების მატერიალურ-ტექნიკური ბაზის განვითარებას, სავიზო ტალონების (ეტიკეტების) შეძენასა და სამინისტროს თანამშრომელთა მატერიალურ წახალისებას.

ე. შევარდნაძე

 

კრებსითი — სრული ვერსია