საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს კანონი
დოკუმენტის ნომერი
4203
მიმღები ორგანო
საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი
2006-12-29
გამოქვეყნების თარიღი
2007-01-03
სარეგისტრაციო კოდი
200.000.000.05.001.002.514
საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ

საქართველოს კანონი

საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ

    მუხლი 1.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №41, 30.12.2004, მუხ. 200) 275-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ბ) 2007 წლის 1 იანვრიდან – ყოველწლიურად სატრანსპორტო საშუალების რეგისტრაციის, ხელახალი რეგისტრაციის (თუ სატრანსპორტო საშუალების წინა მესაკუთრეს მიმდინარე კალენდარული წლის გადასახადი არა აქვს გადახდილი) ან გზისთვის ვარგისობაზე სავალდებულო პერიოდული ტესტირების დროს. რეგისტრაცია, ხელახალი რეგისტრაცია ან გზისთვის ვარგისობაზე სავალდებულო პერიოდული ტესტირება არ უნდა განხორციელდეს გადასახადის გადახდის გარეშე.“.

    მუხლი 2.

ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

 

საქართველოს პრეზიდენტი                                              მ. სააკაშვილი

თბილისი,

2006 წლის 29 დეკემბერი.

№4203–რს

 

 

კრებსითი — სრული ვერსია