ხულოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №35
2010 წლის 26 ნოემბერი
დ. ხულო
„ ხულოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს სამანდატო, საპროცედურო საკითხთა და ეთიკის კომისიის დებულების დამტკიცების შესახებ“ ხულოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 24 სექტემბრის № 18 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ
„ ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად, ხულოს მუნიციპალიტეტის საკრებულომ დაადგინა:
მუხლი 1
„ხულოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს სამანდატო, საპროცედურო საკითხთა და ეთიკის კომისიის დებულების დამტკიცების შესახებ“ ხულოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 24 სექტემბრის № 18 დადგენილებაში (სსმ № 39 , 18.10.2010 წ. , გვ. 48-50) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:
1. ამოღებულ იქნეს დადგენილებით დამტკიცებული დებულების პირველი თავის სათაური.
2. შეიცვალოს დადგენილებით დამტკიცებული დებულების პირველი მუხლის სათაური და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 1. ზოგადი დებულებები“
3. დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-4 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 4. კომისიის სამუშაო ჯგუფები
ცალკეული საკითხების შესწავლის მიზნით კომისიის თავმჯდომარემ შეიძლება მიმართოს საკრებულოს თავმჯდომარეს დროებითი სამუშაო ჯგუფის შექმნის შესახებ.“.
მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საკრებულოს თავმჯდომარე ნ. თავართქილაძე