„ხულოს მუნიციპალიტეტის გამგეობის ადმინისტრაციული სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ" ხულოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 24 სექტემბრის №23 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ

დოკუმენტის ტიპი
მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება
დოკუმენტის ნომერი
40
მიმღები ორგანო
ხულოს მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი
2010-11-26
გამოქვეყნების თარიღი
2010-12-13
სარეგისტრაციო კოდი
010250020.35.136.016024
„ხულოს მუნიციპალიტეტის გამგეობის ადმინისტრაციული სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ" ხულოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 24 სექტემბრის №23 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ

ხულოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №40

2010 წლის 26 ნოემბერი

დ. ხულო                  

„ხულოს მუნიციპალიტეტის გამგეობის ადმინისტრაციული სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ხულოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს         2010 წლის 24 სექტემბრის №23 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ

 „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად, ხულოს მუნიციპალიტეტის საკრებულომ დაადგინა:

    მუხლი 1

„ხულოს მუნიციპალიტეტის გამგეობის ადმინისტრაციული სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ხულოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 24 სექტემბრის №23 დადგენილებაში (სსმ №39, 18.10.2010 წ., გვ. 62-66) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:

  1. შეიცვალოს დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-3 მუხლის მე-4 პუნქტი და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

  „4. მოამზადოს გამგებლის ადმინისტრაციული აქტების, გამგებლის მიერ საკრებულოში მისი დამტკიცების მიზნით საკრებულოს თავმჯდომარისათვის წარსადგენი, საკრებულოს სამართლებრივი აქტების პროექტები.“.

  2. შეიცვალოს დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-6 მუხლის პირველი პუნქტი და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

  „1. ახორციელებს გამგებლის ინდივიდუალური სამართლებრივი აქტების, გამგებლის მიერ საკრებულოში მისი დამტკიცების მიზნით საკრებულოს თავმჯდომარისათვის წარსადგენი საკრებულოს სამართლებრივი აქტების პროექტების სამართლებრივ ექსპერტიზას, ამზადებს შესაბამის დასკვნებს;“.

3. ამოღებულ იქნეს დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-6 თავი.

      მუხლი 2

დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

 საკრებულოს თავმჯდომარე                ნ. თავართქილაძე

 

 

კრებსითი — სრული ვერსია