„ხულოს მუნიციპალიტეტის გამგეობის მობილიზაციის, სამხედრო აღრიცხვისა და გაწვევის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ" ხულოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 24 სექტემბრის №25 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ

დოკუმენტის ტიპი
მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება
დოკუმენტის ნომერი
42
მიმღები ორგანო
ხულოს მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი
2010-11-26
გამოქვეყნების თარიღი
2010-12-13
სარეგისტრაციო კოდი
010260020.35.136.016026
„ხულოს მუნიციპალიტეტის გამგეობის მობილიზაციის, სამხედრო აღრიცხვისა და გაწვევის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ" ხულოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 24 სექტემბრის №25 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ

ხულოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №42

2010 წლის 26 ნოემბერი

დ. ხულო                  

„ხულოს მუნიციპალიტეტის გამგეობის მობილიზაციის, სამხედრო აღრიცხვისა და გაწვევის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ხულოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 24 სექტემბრის №25 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ

 „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად, ხულოს მუნიციპალიტეტის საკრებულომ დაადგინა:

    მუხლი 1

„ხულოს მუნიციპალიტეტის გამგეობის მობილიზაციის, სამხედრო აღრიცხვისა და გაწვევის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ხულოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 24 სექტემბრის №25 დადგენილებაში (სსმ  №39, 18.10.2010 წ., გვ. 75-76) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:

  1. შეიცვალოს დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-2 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

  „ბ) ჭაბუკთა პირველადი სამხედრო აღრიცხვა იმ წლის 1 იანვრიდან 30 აპრილამდე, როდესაც მათ უსრულდებათ 17 წელი.“.

  2. ამოღებულ იქნეს დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-4 მუხლი.

      მუხლი 2

დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

 საკრებულოს თავმჯდომარე                 ნ. თავართქილაძე

 

 

კრებსითი — სრული ვერსია