საქართველოს პრეზიდენტის
ბრძანებულება №52
1999 წლის 11 თებერვალი
ქ. თბილისი
საქართველოს აღმასრულებელ ხელისუფლებასა და ისრაელის სახელმწიფოს მთავრობას შორის 1998 წლის 9 სექტემბერს ხელმოწერილი შეთანხმების დამტკიცებისა და ძალაში შესვლის შესახებ
1. საქართველოს აღმასრულებელ ხელისუფლებასა და ისრაელის სახელმწიფოს მთავრობას შორის 1998 წლის 9 სექტემბერს ხელმოწერილი შეთანხმების ძალაში შესვლის მიზნით დამტკიცდეს შეთანხმება „საბაჟო საკითხებში ურთიერთდახმარების შესახებ”.
2. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ (ი.მენაღარიშვილი):
ა) აცნობოს საქართველოს პარლამენტს საქართველოს აღმასრულებელ ხელისუფლებასა და ისრაელის სახელმწიფოს მთავრობას შორის ამ ბრძანებულების პირველ პუნქტში აღნიშნული შეთანხმების დადება;
ბ) შეატყობინოს ისრაელის სახელმწიფოს მთავრობას ამ ბრძანებულების პირველ პუნქტში აღნიშნულ შეთანხმების ძალაში შესვლისათვის აუცილებელი საქართველოს შიდასახელმწიფოებრივი სამართლებრივი პროცედურის შესრულება.
ე. შევარდნაძე