საქართველოს აღმასრულებელ ხელისუფლებასა და სომხეთის რესპუბლიკის მთავრობას შორის 1998 წლის 20 ნოემბერს ხელმოწერილი შეთანხმების დამტკიცებისა და ძალაში შესვლის შესახებ

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება
დოკუმენტის ნომერი
51
მიმღები ორგანო
საქართველოს პრეზიდენტი.
მიღების თარიღი
1999-02-11
გამოქვეყნების თარიღი
1999-02-17
სარეგისტრაციო კოდი
480.140.000.05.002.001.
საქართველოს აღმასრულებელ ხელისუფლებასა და სომხეთის რესპუბლიკის მთავრობას შორის 1998 წლის 20 ნოემბერს ხელმოწერილი შეთანხმების დამტკიცებისა და ძალაში შესვლის შესახებ

საქართველოს პრეზიდენტის

ბრძანებულება №51

1999 წლის 11 თებერვალი

ქ. თბილისი

საქართველოს აღმასრულებელ ხელისუფლებასა და სომხეთის რესპუბლიკის მთავრობას შორის 1998 წლის 20 ნოემბერს ხელმოწერილი შეთანხმების დამტკიცებისა და ძალაში შესვლის შესახებ

1. საქართველოს აღმასრულებელ ხელსიუფლებასა და სომხეთის რესპუბლიკის მთავრობას შორის 1998 წლის 20 ნოემბერს ხელმოწერილი შეთანხმების ძალაში შესვლის მიზნით დამტკიცდეს შეთანხმება „უმაღლესი კვალიფიკაციის სამეცნიერო და სამეცნიერო-პედადგოგიური კადრების ატესტაციის სფეროში თანამშრომლობის შესახებ“.

2. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ (ი. მენაღარიშვილი):

ა) აცნობოს საქართველოს პარლამენტს საქართველოს აღმასრულებელ ხელისუფლებასა და სომხეთის რესპუბლიკის მთარობას შორის ამ ბრძანებულების პირველ პუნქტში აღნიშნული შეთანხმების დადება;

ბ) შეატყობინოს სომხეთის რესპუბლიკის მავრობას ამ ბრძანებულების პირველ პუნქტში აღნიშნული შეთანხმების ძალაში შესვლისათვის აუცილებელი საქართველოს შიდასახელმწიფოებრივი სამართლებრივი პროცედურის შესრულება.

ე. შევარდნაძე

კრებსითი — სრული ვერსია