საქართველოს მთავრობის
დადგენილება №363
2010 წლის 1 დეკემბერი
ქ. თბილისი
,,საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 31 დეკემბრის №249 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
მუხლი 1. ,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად და საქართველოს მთავრობის 2010 წლის 21 სექტემბრის №288 დადგენილების გათვალისწინებით ,,საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 31 დეკემბრის №249 დადგენილებაში (სსმ III, 2005 წ., №154, მუხ. 1714) შეტანილ იქნეს ცვლილება და ამ დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-4 მუხლის მე-2 პუნქტის ,,დ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს.
მუხლი 2. დადგენილება ამოქმედდეს 2010 წლის 1 დეკემბრიდან.
პრემიერ-მინისტრი ნ. გილაური