„თიანეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ" თიანეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 12 აგვისტოს №22 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება
დოკუმენტის ნომერი
71
მიმღები ორგანო
თიანეთის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი
2010-12-03
გამოქვეყნების თარიღი
2010-12-13
სარეგისტრაციო კოდი
010260020.35.154.016029
„თიანეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ" თიანეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 12 აგვისტოს №22 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

თიანეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №71

2010 წლის 3 დეკემბერი

დ. თიანეთი                                    

 „თიანეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ“ თიანეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 12 აგვისტოს №22 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

 „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად,

 თიანეთის მუნიციპალიტეტის საკრებულო ა დ გ ე ნ ს:

     მუხლი 1

 „თინეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ“ თიანეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 12 აგვისტოს №22 დადგენილებაში, შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:

1. მე-8 მუხლის მე-3 პუნქტის „მ.ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მ.ბ) დებს შრომით ხელშეკრულებებს გამგეობის დამხმარე და შტატგარეშე მოსამსახურეებთან.

 2. 43-ე მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 3. გამგებლის ბრძანება გამოიცემა „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონით განსაზღვრულ შემთხვევაში.

      მუხლი 2

დადგენილება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.

    საკრებულოს თავმჯდომარე                გ. წიკლაური

 

 

 

კრებსითი — სრული ვერსია