საქართველოს პრეზიდენტის
ბრძანებულება №6
1999 წლის 12 იანვარი
ქ. თბილისი
საქართველოს სახელმწიფო საზღვრის დაცვის სახელმწიფო დეპარტამენტის სამხედრო მოსამსახურეებისათვის სამხედრო სამსახურის ზღვრული ასაკის გაგრძელების შესახებ
„სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო მოსამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 35-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, გაუგრძელდეთ სამხედრო სამსახურის ზღვრული ასაკი 60 წლის მიღწევამდე საქართველოს სახელმწიფო საზღვრის დაცვის სახელმწიფო დეპარტამენტის სამხედრო მოსამსახურეებს პოლკოვნიკ არჩილ ქანთარიას და პოლკოვნიკ ვალტერ ჩხარტიშვილს.
ე. შევარდნაძე