"საჯარო სამართლის იურიდიული პირის – "საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო ჰოსპიტლის დებულების დამტკიცების თაობაზე" საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2006 წლის 25 ოქტომბრის N 297 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მინისტრის ბრძანება
დოკუმენტის ნომერი
805
მიმღები ორგანო
საქართველოს თავდაცვის მინისტრი
მიღების თარიღი
2010-11-30
გამოქვეყნების თარიღი
2010-12-03
სარეგისტრაციო კოდი
040030000.22.026.016013
"საჯარო სამართლის იურიდიული პირის – "საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო ჰოსპიტლის დებულების დამტკიცების თაობაზე" საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2006 წლის 25 ოქტომბრის N 297 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

საქართველოს თავდაცვის მინისტრის

ბრძანება №805

2010 წლის 30 ნოემბერი

ქ. თბილისი

„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – „საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო ჰოსპიტლის დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2006 წლის 25 ოქტომბრის №297 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, ვბრძანებ:

    მუხლი 1

„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – „საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო ჰოსპიტლის დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2006 წლის 25 ოქტომბრის №297 ბრძანებით (სსმ III, 30.10.2006., №147, მუხ. 2045) დამტკიცებულ დებულებაში შეტანილ იქნეს ცვლილება და მე-5 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. მიღებული შემოსავლები მთლიანად ხმარდება „ჰოსპიტლის” დებულებით განსაზღვრული მიზნებისა და ფუნქციების შესრულებას. სხვა მიზნით (გარდა თავდაცვის სამინისტროს სისტემის განვითარებისა) მათი გამოყენება აკრძალულია. „ჰოსპიტალმა” საქართველოს თავდაცვის მინისტრის ან მის მიერ უფლებამოსილი პირის გადაწყვეტილებით შესაძლებელია მიღებული შემოსავლები გამოიყენოს საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სისტემისათვის შესაბამისი საქონლის, მომსახურებისა და სამშენებლო სამუშაოს შესასყიდად.”.

    მუხლი 2

ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

მინისტრი                           ბ. ახალაია

 

 

 

 

 

 

 

კრებსითი — სრული ვერსია