საქართველოს თავდაცვის მინისტრის
ბრძანება №803
2010 წლის 30 ნოემბერი
ქ. თბილისი
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – „საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სპორტულ-გამაჯანსაღებელი კომპლექსის” დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2007 წლის 22 იანვრის №32 ბრძანების ძალადაკარგულად გამოცხადების თაობაზე
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 61-ე მუხლის შესაბამისად, ვბრძანებ:
1. ძალადაკარგულად გამოცხადდეს ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის – „საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სპორტულ-გამაჯანსაღებელი კომპლექსის” დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2007 წლის 22 იანვრის №32 ბრძანება.”
2. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
მინისტრი ბ. ახალაია