„საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიერ მოკლევადიანი დისკონტური სახელმწიფო ფასიანი ქაღალდების გამოშვების, მიმოქცევის, აღრიცხვისა და დაფარვის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე” საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტისა და საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2009 წლის 17 ივლისის №163/01-№451 ერთობლივ ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატების შეტანის თაობაზე"

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ბრძანება
დოკუმენტის ნომერი
168/01
მიმღები ორგანო
საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი
მიღების თარიღი
2009-07-30
გამოქვეყნების თარიღი
2009-07-31
სარეგისტრაციო კოდი
220090000.18.011.013354
„საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიერ მოკლევადიანი დისკონტური სახელმწიფო ფასიანი ქაღალდების გამოშვების, მიმოქცევის, აღრიცხვისა და დაფარვის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე” საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტისა და საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2009 წლის 17 ივლისის №163/01-№451 ერთობლივ ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატების შეტანის თაობაზე"

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 220.090.000.18.011.013.354

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტისა და საქართველოს ფინანსთა მინისტრის

ერთობლივი ბრძანება №168/01-№499

2009 წლის 30 ივლისი

ქ. თბილისი

„საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიერ მოკლევადიანი დისკონტური სახელმწიფო ფასიანი ქაღალდების გამოშვების, მიმოქცევის, აღრიცხვისა და დაფარვის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე” საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტისა და საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2009 წლის 17 ივლისის №163/01-№451 ერთობლივ ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის საფუძველზე, ვბრძანებთ:

მუხლი 1. ,,საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიერ მოკლევადიანი დისკონტური სახელმწიფო ფასიანი ქაღალდების გამოშვების, მიმოქცევის, აღრიცხვისა და დაფარვის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტისა და საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2009 წლის 17 ივლისის №163/01-№451 ერთობლივი ბრძანებით (სსმ III, 22.07.09, №90, მუხ. 953) დამტკიცებულ დებულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატება:

1. პირველი მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. ერთი სახელმწიფო ფასიანი ქაღალდის ნომინალური ღირებულებაა 1000 ლარი.“;

2. მე-4 მუხლის მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„5. აუქციონის გამოცხადებისას ფინანსთა სამინისტრო განსაზღვრავს ემისიის აუქციონის თარიღს, გასაყიდად გამოტანილი სახაზინო ვალდებულებების რაოდენობას და დაფარვის თარიღს.“;

3. მე-6 მუხლს პირველი პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი რედაქციის 11 პუნქტი:

„11. აუქციონზე მიღებული განაცხადები ეგზავნება ფინანსთა სამინისტროს, რომელიც ინფორმაციის მიღებიდან ერთი საათის განმავლობაში უგზავნის ეროვნულ ბანკს შეტყობინებას აუქციონის განაკვეთის დონის შესახებ.“;

4. მე-6 მუხლის მე-7 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„7. საჭიროების შემთხვევაში, პროპორციული განაწილების პრინციპიდან გამომდინარე, გასაყიდად გამოტანილი ფასიანი ქაღალდების რაოდენობა გაიზრდება ან შემცირდება აუქციონის პროგრამული უზრუნველყოფის მეშვეობით.“.

მუხლი 2. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ეროვნული ბანკის პრეზიდენტი  გ. ქადაგიძე              

ფინანსთა მინისტრის  მოვალეობის შემსრულებელი            პ. პეტრიაშვილი      

კრებსითი — სრული ვერსია