საქართველოში ხანძარსაწინააღმდეგო მდგომარეობის განმტკიცებისა და ხანძარსაწინააღმდეგო სამსახურის ორგანიზაციულ-სამართლებრივი და მატერიალურ-ტექნიკური სრულყოფის ღონისძიებათა გეგმის დამტკიცების შესახებ

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება
დოკუმენტის ნომერი
656
მიმღები ორგანო
საქართველოს პრეზიდენტი.
მიღების თარიღი
1998-11-22
გამოქვეყნების თარიღი
1998-12-07
სარეგისტრაციო კოდი
140.060.000.05.002.001.
საქართველოში ხანძარსაწინააღმდეგო მდგომარეობის განმტკიცებისა და ხანძარსაწინააღმდეგო სამსახურის ორგანიზაციულ-სამართლებრივი და მატერიალურ-ტექნიკური სრულყოფის ღონისძიებათა გეგმის დამტკიცების შესახებ

საქართველოს პრეზიდენტის

ბრძანებულებ ა № 656

1998 წლის 22 ნოემბერი

ქ.თბილისი

საქართველოში ხანძარსაწინააღმდეგო მდგომარეობის განმტკიცებისა და ხანძარსაწინააღმდეგო სამსახურის ორგანიზაციულ-სამართლებრივი და მატერიალურ-ტექნიკური სრულყოფის ღონისძიებათა გეგმის დამტკიცების შესახებ

დამტკიცდეს საქართველოში ხანძარსაწინააღმდეგო მდგომარეობის განმტკიცებისა და ხანძარსაწინააღმდეგო სამსახურის ორგანიზაციულ-სამართლებრივი და მატერიალურ-ტექნიკური სრულყოფის ღონისძიებათა თანდართული გეგმა.

ე. შევარდნაძე

საქართველოში ხანძარსაწინააღმდეგო მდგომარეობის განმტკიცებისა და ხანძარსაწინააღმდეგო სამსახურების ორგანიზაციულ-სამართლებრივი და მატერიალურ-ტექნიკური სრულყოფის ღონისძიებათა გეგმა

ღონისძიების დასახელება

შემსრულებელი

შესრულების ვადა

1

2

3

1. სახანძრო უსაფრთხოების სფეროში კანონმდებლობის სრულყოფისა და ხანძარსაწინააღმდეგო სამსახურების სამართლებრივი და ორგანიზაციული განმტკიცების მიზნით

 

 

1.1 . საქართველოს კანონის ,,სახანძრო უსაფრთხოების შესახებ � გარდამავალი დებულებიდან გამომდინარე შემუშავდეს და საქართველოს პარლამენტს განსახილველად წარედგინოს საქართველოს კანონის პროექტები :

 

 

ა ) � სავალდებულო ხანძარსაწინაარმდეგო დაზღვევის შესახებ �

საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედვე -ლობის სამსახური და შინაგან საქმეთა სამინისტრო

1998 წელი

1999 წლის II კვარტალი

ბ ) � საქართველოს საგადასახადო კოდექსში დამატებების შეტანის შესახებ�

საქართველოს შინაგან საქმეთა , ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროები

1998 წელი

1999 წლის I კვარტალი

გ ) � საბაჟო ტარიფისა და გადასახადის შესახებ � საქართველოს კანონში დამატებების შეტანის შესახებ

საქართველოს შინაგან საქმეთა , ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროები

1998 წელი

1999 წელი I კვარტალი

დ ) საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილებების და დამატებების შეტანის შესახებ

საქართველოს შინაგან საქმეთა და იუსტიციის სამინისტროები

1999 წლის I კვარტალი

1.2 . შემუშავდეს დებულებები და წესდებები.

ა ) დებულება � საქართველოში სახელმწიფო ხანძარსაწინააღმდეგო ზედამხედველობის ორგანიზაციის შესახებ�

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო

1998 წელი

1999 წლის III კვარტალი

ბ ) დებულება � საქართველოში ხანძრებისა და მათი შედეგების სახელმწიფო სტატისტიკური აღრიცხვის შესახებ�

გ ) დებულება � მოხალისე ხანძარსაწინააღმდეგო რაზმეულის შესახებ�

დ ) ხანძარსაწინააღმდეგო სამსახურის ორგანი ზ აციის წესდება

ე ) ხანძრის ჩაქრობის საბრძოლო წესდება

2. ქალაქებისა და დასახლებული პუნქტების , ეროვნული მეურნეობის ობიექტების ხანძარსაწინააღმდეგო დაცვის გაუმჯობესების , ხანძარსაწინააღმდეგო ქვედანაყოფების მატერიალურ - ტექნიკური აღჭურვის და საფინანსო უზრუნველყოფის მიზნით :

 

 

2.1 . 2000 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტზე მუშაობის პროცესში კანონმდებლობის შესაბამისად გათვალისწინებულ იქნეს სახელმწიფო ხანძარსაწინააღმდეგო სამსახურის მატერიალურ - ტექნიკური ბაზის განმტკიცებისათვის მიზნობრივი სახსრების გამოყოფა

საქართველოს შინაგან საქმეთა და ფინანსთა სამინისტროები

1999 წელი

2.2 . მომზადდეს სახანძრო უსაფრთხოების სფეროში ავტონომიური რესპუბლიკების , სამხარეო და ადგილობრივი მიზნობრივი პროგრამები , მათი ფინანსური უზრუნველყოფის გათვალისწინებით

ავტონომიური რესპუბლიკე -ბის მინისტრთა საბჭოები , სამხარეო ადმინისტრაციები , ქალაქების მერიები , გამგეო -ბები , ავტონომიური რესპუბ -ლიკების შსს , სამხარეო შს მთავარი სამმართველოები

1998 წელი

1999 წლის I კვარტალი

2.3 . საქართველოს სამთავრობო დაწესებულებებმა განიხილონ შესაბამისი სისტემის წარმოება - დაწესებულებებში სახანძრო უსაფრთხოების ზომების გაძლიერების საკითხი . განახორციელონ ქმედითი ღონისძიებანი დაქვემდებარებულ ობიექტებზე ხანძარსაწინააღმდეგო მდგომარეობის გაუმჯობესებისათვის

საქართველოს სამთავრობო დაწესებულება

1998 წელი

1999 წლის III კვარტალი

2.4 . � ქ . თბილისის მერიამ უზრუნველყოს დედაქალაქის მთაწმინდის რაიონში ვაზისუბნის , ვარკეთილის , დიდი დიღმის , ნუცუბიძის ფერდობის , ლილოს , მუხიანის , ფონიჭალის დასახლებებში ხანძარსაწინააღმდეგო სამსახურის შენობების მშენებლობისათვის შესაბამისი ტერიტორიის გამოყოფა ( ან მოიძებნოს გამონთავისუფლებული შენობა - ნაგებობა ) და მოამზადოს კონკრეტული წინადადადებები ( შენობის პროექტირება და მშენებლობა რეკონსტრუქციის ხარჯებიდან გამომდინარე ) მშენებლობის დაწყების შესაძლებელ რეალურ ვადაზე

ქ . თბილისის მერია

1998 წლის I კვარტალი

3. ხანძრების პროფილაქტიკისა და ჩაქრობის ორგანიზაციის გაუმჯობესების მიზნით

 

 

3.1 . � სახანძრო უსაფრთხოების შესახებ � საქართველოს კანონის დებულებებიდან გამომდინარე უზრუნველყოფილი იქნეს შესაბამისი სამთავრობო დაწესებულებებისა და ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის ორგანოების სამსახურების დებულებებში , ინსტრუქციებში , ფუნქციონალურ მოვალეობებში და სახანძრო უსაფრთხოების სფეროში მოქმედ სხვა ნორმატიულ აქტებში საჭირო ცვლილებებისა და დამატებების შეტანა

საქართველოს სამთავრობო დაწესებულებები , ადგილობრივი მმართველობისა და თვითმმართველობის ორგანოები

1998 წელი

1999 წლის II კვარტალი

3.2 . შემუშავდეს საჰაერო , საზღვაო ( სამდინარო ) საავტომობილო და სარკინიგზო ტრანსპორტზე ხანძარსაწინააღმდეგო ზედამხედველობის ორგანიზაციის დებულებები

საქართველოს შინაგან საქმეთა და ტრანსპორტის სამინისტროები

1998-1999 წელი

3.3 . სახელმწიფო ხანძარსაწინააღმდეგო ზედამხედველობისა და ხანძარსაწინააღმდეგო სამსახურის სხვა უფლებამოსილე -ბათა რეგლამენტირება , საქართველოს თავდაცვის სახელმწიფო უშიშროების სამინისტროების , სახელმწიფო საზღვრის დაცვის სახელმწიფო დეპარტამენტისა და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ობიექტებზე , საზღვაო ( სამდინარო ) საჰაერო ხომალდებზე , რკინიგზისა და საავტომობილო ტრანსპორტზე უზრუნველყოფილ იქნას საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს და შესაბამის სამთავრობო დაწესებულებებს შორის შემუშავებული შეთანხმების საფუძველზე

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო , დაინტერესებული სამინისტროები და უწყებები

1998 წელი

1998 წლის III კვარტალი

3.4 . შემუშავდეს ტყეების ხანძრისაგან დაცვის სამსახურის მარეგლამენტირებელი ნორმატიული აქტები , ასევე ტყეებში სახანძრო უსაფრთხოების წესები და ხანძარსაწინააღმდეგო ზედამხედველობის ორგანიზაციის დებულება

საქართველოს სატყეო მეურნეობის სახელმწიფო დეპარტამენტი

1998 წელი

1999 წლის I კვარტალი

3.5 . საქართველოს კანონმდებლობიდან გამომდინარე მომზადდეს სახანძრო უსაფრთხოების სფეროში საქმიანობის , ( სამუშაოს , მომსახურების ) ლიცენზირების , აგრეთვე პროდუქციისა და მომსახურების სერთიფიკაციის ორგანიზებისათვის საჭირო ნორმატიული აქტები

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო , დაინტერესებული სამინისტროები და უწყებები

1998 წელი

1999 წლის III კვარტალი

3.6 . მოსახლეობის ხანძარსაწინააღმდეგო მომზადების სისტემის სრულყოფისათვის შემუშავდეს სკოლამდელი აღზრდისა და სასწავლო დაწესებულებების მოსწავლეთათვის სახანძრო უსაფრთხოების წესების სავალდებულო სწავლების პროგრამა

საქართველოს განათლებისა და შინაგან საქმეთა სამინისტროები

1999 წლის I კვარტალი

3.7 . შემუშავდეს შენობა - ნაგებობების ავტომატური ხანძარსაწინააღმდეგო დაცვის საშუალებების და სისტემების დანერგვისა და მათი ექსპლუატაციის მარეგულირებელი ნორმატიული აქტები

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო , დაინტერესებული სამინისტროები და უწყებები

1998 წელი

1999 წლის II კვარტალი

ხანძარსაწინააღმდეგო სამსახურზე დაკისრებული ახალი ფუნქციების გათვალისწინებით უზრუნველყოფილ იქნეს ��

ქ . თბილისის ხანძარსაწინააღმდეგო სამსახურის გარნიზონზე სასწრაფო გადაუდებელი სამედიცინო დახმარების ქვედანაყოფის შემდგომი ორგანიზაციული და მატერიალურ - ტექნიკური სრულყოფა

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო , ფინანსთა , ჯანმრთელობის დაცვის სამინისტროები

1998 წელი

1999 წლის I კვარტალი

4. ცეცხლთან ბრძოლის , ავარიებისა და კატასტროფების დროს საზღვარგარეთის ქვეყნების გამოცდილების შესწავლისა და დანერგვის მიზნით , უზრუნველყოფილ იქნეს სახანძრო უსაფრთხოების სფეროში საერთაშორისო ურთიერთობების გაფართოება და საერთაშორისო ორგანიზაციების მუშაობაში მონაწილეობის მიღება

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო

1998 წელი , სისტემატურად

5. სახანძრო უსაფრთხოების სფეროში ინფორმაციული უზრუნველყოფისათვის შემუშავდეს სახანძრო უსაფრთხოების უზრუნველყოფის სპეციალური საინფორმაციო სისტემების საბანკო მონაცემების შექმნისა და გამოყენების მარეგლამენტირებელი ნორმატიული აქტები

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო

1998-1999 წელი

 

 

კრებსითი — სრული ვერსია