"დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის დაწესების შესახებ" დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2007 წლის 7 მარტის № 25 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება
დოკუმენტის ნომერი
59
მიმღები ორგანო
დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი
2010-11-30
გამოქვეყნების თარიღი
2010-12-07
სარეგისტრაციო კოდი
210020010.35.169.016030
"დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის დაწესების შესახებ" დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2007 წლის 7 მარტის № 25 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №59

2010 წლის 30 ნოემბერი

ქ. დედოფლისწყარო

„დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის დაწესების შესახებ“ დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2007 წლის 7 მარტის №25 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლისა და „სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტების შესაბამისად, დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

1. შეტანილ იქნეს ცვლილებები „დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის დაწესების შესახებ“ დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2007 წლის 7 მარტის №25 დადგენილების 1-ლი მუხლის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებში და დადგენილების 1-ლი მუხლის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

ა) კაზინოს (სამორინეს) თითოეულ სათამაშო მაგიდაზე კვარტალში – 15000 ლარი, ხოლო თითოეულ სათამაშო აპარატზე კვარტალში – 1500 ლარი;

ბ) ტოტალიზატორის, ბინგოს, ლოტოს თითოეულ სალაროზე კვარტალში – 4000 ლარი.

2. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

3. დადგენილების გასაჩივრება შეიძლება დედოფლისწყაროს რაიონულ სასამართლოში (ქ. დედოფლისწყარო, კიკვიძის ქ.№2) უშუალო ზიანის მიყენებიდან სამი თვის ვადაში.

საკრებულოს თავმჯდომარე                     ლ. ბაღაშვილი

 

 

კრებსითი — სრული ვერსია