საქართველოს ეროვნულ ფასეულობათა სახელმწიფო ფონდის ლიკვიდაციის შესახებ

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება
დოკუმენტის ნომერი
648
მიმღები ორგანო
საქართველოს პრეზიდენტი.
მიღების თარიღი
1998-11-17
გამოქვეყნების თარიღი
1998-12-07
სარეგისტრაციო კოდი
040.050.000.05.002.001.
საქართველოს ეროვნულ ფასეულობათა სახელმწიფო ფონდის ლიკვიდაციის შესახებ

საქართველოს პრეზიდენტის

ბრძანებულება №648

1998 წლის 17 ნოემბერი

ქ.თბილისი

საქართველოს ეროვნულ ფასეულობათა სახელმწიფო ფონდის ლიკვიდაციის შესახებ

„ძვირფასი ლითონებისა და ძვირფასი ქვების სახელმწიფო კონტროლის, ანალიზისა და დადამღვის შესახებ“ საქართველოს კანონიდან გამომდინარე:

1. ლიკვიდირებულ იქნეს საქართველოს ეროვნულ ფასეულობათა სახელმწიფო ფონდი.

2. საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ უზრუნველყოს საქართველოს ეროვნულ ფასეულობათა სახელმწიფო ფონდის ლიკვიდაცია მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.

3. ეთხოვოს საქართველოს ეროვნულ ბანკს:

ა) დროებით შესანახად უსასყიდლოდ ჩაიბაროს ბალანსიდან ბალანსზე ლიკვიდირებულ ეროვნულ ფასეულობათა სახელმწიფო ფონდზე რიცხული ძვირფასი ლითონები (ზოდებში), საზღვარგარეთ აფინაჟზე გაგზავნილი ჯართისაგან მიღებული ძვირფასი ლითონები ზოდებში, დაბრუნების შემდეგ;

ბ) დადგენილი წესით დროებით შესანახად ჩაიბაროს ძვირფასი ლითონებისა და ძვირფასი ქვებისაგან, ასევე ნახევრად ძვირფასი მასალებისაგან დამზადებული ნივთები, ჯართი და სხვა ვალდებულებები.

ე. შევარდნაძე

კრებსითი — სრული ვერსია