საქართველოს პრეზიდენტის
ბრძანებულება №640
1998 წლის 10 ნოემბერი
ქ. თბილისი
საქართველოს აღმასრულებელ ხელისუფლებასა და სომხეთის რესპუბლიკის მთავრობას შორის 1998 წლის 26 სექტემბერს ხელმოწერილი შეთანხმებების დამტკიცებისა და ძალაში შესვლის შესახებ
1. საქართველოს აღმასრულებელ ხელისუფლებასა და სომხეთის რესპუბლიკის მთავრობას შორის 1998 წლის 26 სექტემბერს ხელმოწერილი შეთანხმებების ძალაში შესვლის მიზნით, დამტკიცდეს შეთანხმებები „საქართველოს აღმასრულებელ ხელისუფლებასა და სომხეთის რესპუბლიკის მთავრობას შორის სამრეწველო საკუთრების დაცვის სფეროში თანამშრომლობის შესახებ“ და „საქართველოს აღმასრულებელ ხელისუფლებასა და სომხეთის რესპუბლიკის მთავრობას შორის გეოდეზიის, კარტოგრაფიის და გეოინფორმატიკის სფეროში თანამშრომლობის შესახებ“.
2. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ (ი. მენაღარიშვილი):
ა) აცნობოს საქართველოს პარლამენტს საქართველოს აღმასრულებელ ხელისუფლებასა და სომხეთის რესპუბლიკის მთავრობას შორის ამ ბრძანებულების პირველ პუნქტში აღნიშნულ შეთანხმებათა დადება;
ბ) შეატყობინოს სომხეთის რესპუბლიკის მთავრობას ამ ბრძანებულების პირველ პუნქტში აღნიშნულ შეთანხმებათა ძალაში შესვლისათვის აუცილებელი საქართველოს შიდასახელმწიფოებრივი სამართლებრივი პროცედურის შესრულება.
ე. შევარდნაძე