"ელექტროენერგიის ტარიფების შესახებ" საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2008 წლის 4 დეკემბრის N33 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ"

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის დადგენილება
დოკუმენტის ნომერი
28
მიმღები ორგანო
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია
მიღების თარიღი
2010-12-01
გამოქვეყნების თარიღი
2010-12-01
სარეგისტრაციო კოდი
300280000.16.009.016008
"ელექტროენერგიის ტარიფების შესახებ" საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2008 წლის 4 დეკემბრის N33 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ"

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის

დადგენილება №28

2010 წლის 1 დეკემბერი

 ქ. ქუთაისი

„ელექტროენერგიის ტარიფების შესახებ” საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2008 წლის 4 დეკემბრის №33 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის, „ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის მე-5 პუნქტის ,,ბ“ პუნქტის, მე-5 მუხლის პირველი პუნქტისა და 42-ე მუხლის საფუძველზე, ვადგენთ:

მუხლი 1. „ელექტროენერგიის ტარიფების შესახებ” საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2008 წლის 4 დეკემბრის №33 დადგენილების (სსმ III, 2008 წლის 8 დეკემბერი, №175, მუხ. 1791) მე-2 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,3. შპს ,,ჯიფაუერი“:

ა) 2010 წლის 1 სექტემბრიდან – 2010 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით:

ა.ა) გარანტირებული სიმძლავრის საფასური – 66612 ლარი/დღე;

ა.ბ) გარანტირებული სიმძლავრის წყაროს ელექტროენერგიის წარმოების ტარიფი (ზედა ზღვარი) – 8,48 თეთრი/კვტსთ;         

ბ) 2011 წლის 1 იანვრიდან:

ბ.ა) გარანტირებული სიმძლავრის საფასური – 74356 ლარი/დღე;

ბ.ბ) გარანტირებული სიმძლავრის წყაროს ელექტროენერგიის წარმოების ტარიფი (ზედა ზღვარი) – 8,48 თეთრი/კვტსთ;         

გ) 2012 წლის 1 იანვრიდან:

გ.ა) გარანტირებული სიმძლავრის საფასური – 55597 ლარი/დღე;

გ.ბ) გარანტირებული სიმძლავრის წყაროს ელექტროენერგიის წარმოების ტარიფი (ზედა ზღვარი) – 8,48 თეთრი/კვტსთ;         

გ) 2013 წლის 1 იანვრიდან – 2013 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით:

გ.ა) გარანტირებული სიმძლავრის საფასური – 30120 ლარი/დღე;

გ.ბ) გარანტირებული სიმძლავრის წყაროს ელექტროენერგიის წარმოების ტარიფი (ზედა ზღვარი) – 8,48 თეთრი/კვტსთ.“.      

მუხლი 2. დადგენილება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.

თავმჯდომარე                               გ. ჩალაგაშვილი

კრებსითი — სრული ვერსია