საქართველოს აღმასრულებელ ხელისუფლებისა და ყაზახეთის რესპუბლიკის მთავრობას შორის 1998 წლის 22 ოქტომბერს ხელმოწერილი შეთანხმებების დამტკიცებისა და ძალაში შესვლის შესახებ

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება
დოკუმენტის ნომერი
619
მიმღები ორგანო
საქართველოს პრეზიდენტი.
მიღების თარიღი
1998-11-04
გამოქვეყნების თარიღი
1998-11-20
სარეგისტრაციო კოდი
480.140.000.05.002.001.
საქართველოს აღმასრულებელ ხელისუფლებისა და ყაზახეთის რესპუბლიკის მთავრობას შორის 1998 წლის 22 ოქტომბერს ხელმოწერილი შეთანხმებების დამტკიცებისა და ძალაში შესვლის შესახებ

საქართველოს პრეზიდენტის

ბრძანებულება №619

1998 წლის 4 ნოემბერი

ქ. თბილისი

საქართველოს აღმასრულებელ ხელისუფლებასა და ყაზახეთის რესპუბლიკის მთავრობას შორის 1998 წლის 22 ოქტომბერს ხელმოწერილი შეთანხმებების დამტკიცებისა და ძალაში შესვლის შესახებ

1. საქართველოს აღმასრულებელ ხელისუფლებასა და ყაზახეთის რესპუბლიკის მთავრობას შორის 1998 წლის 22 ოქტომბერს ხელმოწერილი შეთანხმებების ძალაში შესვლის მიზნით დამტკიცდეს შეთანხმებები „საქართველოს აღმასრულებელ ხელისუფლებასა და ყაზახეთის რესპუბლიკის მთავრობას შორის ეკოლოგიურად სუფთა ავტომატიზებული სპეციალური ტრანსპორტისა და მისი ინფრასტრუქტურის სფეროში თანამშრომლობის შესახებ“, „საქართველოს აღმასრულებელ ხელისუფლებასა და ყაზახეთის რესპუბლიკის მთავრობას შორის ეკონომიკური თანამშრომლობის გაღრმავების შესახებ“ და „საქართველოს აღმასრულებელ ხელისუფლებასა და ყაზახეთის რესპუბლიკის მთავრობას შორის სამართლებრივი ინფორმაციის გაცვლის შესახებ“.

2. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ (ი.მენაღარიშვილი):

ა) აცნობოს საქართველოს პარლამენტს საქართველოს აღმასრულებელ ხელისუფლებასა და ყაზახეთის რესპუბლიკის მთავრობას შორის ამ ბრძანებულების პირველ პუნქტში აღნიშნულ შეთანხმებათა დადება;

ბ) შეატყობინოს ყაზახეთის რესპუბლიკის მთავრობას ამ ბრძანებულების პირველ პუნქტში აღნიშნულ შეთანხმებათა ძალაში შესვლისათვის აუცილებელი საქართველოს შიდასახელმწიფოებრივი სამართლებრივი პროცედურის შესრულება.

ე. შევარდნაძე

კრებსითი — სრული ვერსია