საქართველოს პრეზიდენტის
ბრძანებულება №337
1999 წლის 27 მაისი
ქ. თბილისი
ლ. ჭანტურიასათვის უფლებამოსილების მინიჭების შესახებ
მიენიჭოს უფლებამოსილება საქართველოს იუსტიციის მინისტრს ლადო ჭანტურიას, რომ აწარმოოს მოლაპარაკება მსოფლიო ბანკის მისიასთან საქართველოსა და განვითარების საკრედიტო ასოციაციას შორის განვითარების საკრედიტო ხელშეკრულების თაობაზე (სასამართლო რეფორმის პროექტი) და ხელი მოაწეროს მოლაპარაკების ოქმს.
ე. შევარდნაძე