,,სახელმწიფო სასწავლო გრანტის საფასურის რაოდენობის განსაზღვრის შესახებ”

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მთავრობის დადგენილება
დოკუმენტის ნომერი
13
მიმღები ორგანო
საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი
2005-01-25
გამოქვეყნების თარიღი
2006-06-28
სარეგისტრაციო კოდი
190.020.060.10.003.000.147
,,სახელმწიფო სასწავლო გრანტის საფასურის რაოდენობის განსაზღვრის შესახებ”

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №13

2005 წლის 25 იანვარი

ქ. თბილისი

სახელმწიფო სასწავლო გრანტის საფასურის რაოდენობის განსაზღვრის შესახებ

უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში 2005/06 სასწავლო წელს და შემდგომ, ერთიანი ეროვნული გამოცდების საფუძველზე ჩარიცხული სტუდენტების უმაღლესი განათლების სახელმწიფო დაფინანსების ახალ წესზე ეტაპობრივი გადასვლის უზრუნველყოფის მიზნით, ,,უმაღლესი განათლების შესახებ” საქართველოს კანონის მე-6 მუხლის პირველი პუნქტის ,,ბ“ ქვეპუნქტის, 88-ე მუხლის მე-6 და მე-8 პუნქტებისა და ,,საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის ,,პ“ ქვეპუნქტის საფუძველზე:

1. სტუდენტებს, რომლებიც 2005-2006 სასწავლო წელს ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგად ჩაირიცხნენ აკრედიტებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში და მოიპოვეს სახელმწიფო სასწავლო გრანტი, განესაზღვროთ სახელმწიფო სასწავლო გრანტის წლიური საფასურის მაქსიმალური, საშუალო და მინიმალური რაოდენობა შემდეგნაირად:

ა) მაქსიმალური რაოდენობა – 1500 ლარი;

ბ) საშუალო რაოდენობა – 1250 ლარი;

გ) მინიმალური რაოდენობა – 1000 ლარი.

საქართველოს მთავრობის 2006 წლის 28 ივნისის დადგენილება  №122-სსმ III, №89, 03.07.2006წ; მუხ.1183

2. (ამოღებულია).

საქართველოს მთავრობის 2006 წლის 28 ივნისის დადგენილება  №122-სსმ III, №89, 03.07.2006წ; მუხ.1183

3. (ამოღებულია).

საქართველოს მთავრობის 2006 წლის 28 ივნისის დადგენილება  №122-სსმ III, №89, 03.07.2006წ; მუხ.1183

პრემიერ-მინისტრი        ზ. ჟვანია

 

შეტანილი ცვლილებები:

1. საქართველოს მთავრობის 2006 წლის 28 ივნისის დადგენილება  №122-სსმ III, №89, 03.07.2006წ; მუხ.1183

კრებსითი — სრული ვერსია