საქართველოს პრეზიდენტის
ბრძანებულება №45
1999 წლის 5 თებერვალი
ქ. თბილისი
ზ. გამსახურდიასათვის უფლებამოსილების მინიჭების შესახებ
მიენიჭოს უფლებამოსილება საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს საკონსულო დეპარტამენტის დირექტორს ზაურ გამსახურდიას, რათა აწარმოოს მოლაპარაკება იტალიასთან საქართველოსა და იტალიის რესპუბლიკას შორის საკონსულო კონვენციის დადების მიზნით.
ე. შევარდნაძე