„1998 წლის საქართველოს სახელმწიფო პრემიების მინიჭების შესახებ"

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება
დოკუმენტის ნომერი
721
მიმღები ორგანო
საქართველოს პრეზიდენტი.
მიღების თარიღი
1998-12-29
გამოქვეყნების თარიღი
1998-12-31
სარეგისტრაციო კოდი
010.330.000.05.002.001.
„1998 წლის საქართველოს სახელმწიფო პრემიების მინიჭების შესახებ"

საქართველოს პრეზიდენტის

ბრძანებულება №721

1998 წლის 29 დეკემბერი

ქ. თბილისი

1998 წლის საქართველოს სახელმწიფო პრემიების მინიჭების შესახებ

დამტკიცდეს საქართველოს პრეზიდენტთან არსებული ლიტერატურის, ხელოვნებისა და არქიტექტურის სახელმწიფო პრემიების კომიტეტის თანდართული გადაწყვეტილება 1998 წლის საქართველოს სახელმწიფო პრემიების მინიჭების შესახებ.

ე. შევარდნაძე

 

 

 

საქართველოს პრეზიდენტთან არსებული ლიტერატურის, ხელოვნებისა და არქიტექტურის სახელმწიფო პრემიების კომიტეტის გადაწყვეტილება

საქართველოს პრეზიდენტთან არსებულმა ლიტერატურის, ხელოვნებისა და არქიტექტურის სახელმწიფო პრემიების კომიტეტმა 1998 წლის 25 დეკემბერს თავის შემაჯამებელ სხდომაზე ფარული კენჭისყრით 1998 წლის საქართველოს სახელმწიფო პრემიები მიანიჭა ლაურეატობის შემდეგ კანდიდატებს

 

ლიტერატურის დარგში:

1. მწერალ ზაირა არსენიშვილს – რომანისათვის „რეკვიემი ბანის, სოპრანოსა და შვიდი ინსტრუმენტისათვის" (1997),

2. დრამატურგ გურამ ბათიაშვილს – პიესებისათვის „ვალი“, „ცისარტყელა“, „1832“ და მთელი შემოქმედებისათვის.

 

მუსიკის დარგში:

3. კომპოზიტორ ჯემალ სეფიაშვილს – 1997-1998 წლებში შექმნილი სიმღერებისა და ნაყოფიერი საკონცერტო მოღვაწეობისათვის.

 

თეატრის დარგში:

4. ბალერინა ირმა ნიორაძეს – ბოლო წლებში შექმნილი მხატვრული სახეებისათვის.

 

სახვითი ხელოვნების დარგში:

5. მხატვარ ჯემალ ლოლუას – „ფრანგული ზღაპრების“ დასურათებისათვის და მთელი შემოქმედებისათვის.

 

კინემატოგრაფიის დარგში:

6. კინორეჟისორ გია ჭუბაბრიას – ფილმისათვის „რწმენის აღორძინება – წამი სასწორისაი“.

 

პებლიცისტიკის დარგში:

7. თეატრმცოდნე ნოდარ გურაბანიძეს – წიგნისათვის „სამყარო თეატრალის თვალით“ (1998).

 

საბავშვო ლიტერატურისა და ხელოვნების დარგში:

8. ქორეოგრაფ თამაზ გოგოტიშვილს და ბავშვთა ქორეოგრაფიულ ანსამბლს მისი ხელმძღვანელობით – ახალი დადგმებისა და ნაყოფიერი საკონცერტო მოღვაწეობისათვის.

9. მეცნიერ ბიოლოგს არნოლდ გეგეჭკორს – საყმაწვილო წიგნისათვის „ბუნება შემოქმედია“.

კრებსითი — სრული ვერსია