საქართველოს პრეზიდენტის
ბრძანებულება №530
1998 წლის 22 სექტემბერი
ქ. თბილისი
„საპრივატიზებო სახელმწიფო ქონების საწყისი ფასის განსაზღვრის წესის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 1997 წლის 17 ნოემბრის №671 ბრძანებულებაში ცვლილების შეტანის შესახებ
1. შეტანილ იქნეს ცვლილება „საპრივატიზებო სახელმწიფო ქონების საწყისი ფასის განსაზღვრის წესის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 1997 წლის №671 ბრძანებულებით დამტკიცებულ წესში და მას მე-6 პუნქტად დაემატოს:
„6) უფლება მიეცეს სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს ადგილობრივი მმართველობის ორგანოებთან შეთანხმებით განახორციელოს აუქციონზე ნულოვანი საწყისი ფასით ამორტიზებული და ფიზიკურად გაცვეთილი ობიექტების პრივატიზება, რომელთა პრივატიზებაც ვერ განხორციელდა 50 პროცენტით ფასდაკლებით”.
2. დანარჩენი პუნქტები გადაინომროს შესაბამისად.
ე. შევარდნაძე