საქართველოს პრეზიდენტის
ბრძანებულება №510
1998 წლის 5 სექტემბერი
ქ. თბილისი
რუსეთის ფედერაციაში საქართველოს საელჩოსათვის საგანგებო დამატებით უფლებამოსილებათა მოხსნის შესახებ
ბოლო წლებში საქართველო-რუსეთის ორმხრივი ურთიერთობისათვის სათანადო სახელშეკრულებო ბაზა შეიქმნა. ამის გათვალისწინებით და ორი ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტროებს შორის საქმიანი ურთიერთობის განმტკიცების მიზნით:
1. მოეხსნას რუსეთის ფედერაციაში საქართველოს საელჩოს საქართველოს სახელმწიფოს მეთაურის 1995 წლის 11 იანვრის №5 ბრძანებულების 1-ლი და მე-3 პუნქტების შესაბამისად მინიჭებული საგანგებო დამატებითი უფლებამოსილებანი.
2. მიღებულ იქნეს ცნობად, რომ შესაბამისი სახელმწიფო ორგანოების მიერ შესრულებულია საქართველოს სახელმწიფოს მეთაურის 1995 წლის 11 იანვრის №5 ბრძანებულებით განსაზღვრული დავალებები და განხორციელებულია სათანადო სტრუქტურული ცვლილებები.
ე. შევარდნაძე