კ. ზალდასტანიშვილისათვის საგანგებო დამატებით უფლებამოსილებათა მინიჭების შესახებ

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება
დოკუმენტის ნომერი
492
მიმღები ორგანო
საქართველოს პრეზიდენტი.
მიღების თარიღი
1998-08-22
გამოქვეყნების თარიღი
1998-08-31
სარეგისტრაციო კოდი
010.340.000.05.002.001.
კ. ზალდასტანიშვილისათვის საგანგებო დამატებით უფლებამოსილებათა მინიჭების შესახებ

საქართველოს პრეზიდენტის

ბრძანებულება №492

1998 წლის 22 აგვისტო

ქ.თბილისი

კ. ზალდასტანიშვილისათვის საგანგებო დამატებით უფლებამოსილებათა მინიჭების შესახებ

1. მიენიჭოს საქართველოს პრეზიდენტის პირადი წარმომადგენლის უფლებამოსილება ევროკავშირთან საქართველოს მუდმივ წარმომადგენელს კონსტანტინე ზალდასტანიშვილს ევროკავშირის ხელმძღვანელობასთან და ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებთან კონტაქტების განსახორციელებლად.

2. საქართველოსა და ევროკავშირს შორის პოლიტიკური და ეკონომიკური ურთიერთობის განსაკუთრებული მნიშვნელობის გათვალისწინებით, ევროკავშირთან საქართველოს მუდმივი წარმომადგენლობისათვის სათანადო მატერიალურ-ტექნიკური ბაზის შესაქმნელად და ამ ბრძანებულების პირველ პუნქტში მოცემული დამატებითი უფლებამოსილების განხორციელების მიზნით:

ა) საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ (ი. მენაღარიშვილი) და საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ (მ. ჭკუასელი) უზრუნველყონ და მკაცრი კონტროლი დაუწესონ ევროკავშირთან საქართველოს მუდმივი წარმომადგენლობის სრული მოცულობით შეუფერხებელ დაფინანსებას;

ბ) საქართველოს სამინისტროებმა და უწყებებმა, აგრეთვე ევროკავშირის ტექნიკური დახმარების პროგრამა „ტასისის“ საკოორდინაციო ბიურომ ევროკავშირის სტრუქტურებთან ურთიერთობა აწარმოონ ევროკავშირთან საქართველოს მუდმივ წარმომადგენლობასთან კოორდინაციით; მუდმივ წარმომადგენლობას დროულად და ოპერატიულად მიაწოდონ ყველა საჭირო ინფორმაცია, დოკუმენტი და მასალა.

ე. შევარდნაძე

კრებსითი — სრული ვერსია