სახელმწიფო ავიაკომპანია ,,საქართველოს ავიახაზებისათვის" ფლაგმანური ავიაგადამზიდველის სტატუსის მინიჭების შესახებ

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება
დოკუმენტის ნომერი
465
მიმღები ორგანო
საქართველოს პრეზიდენტი.
მიღების თარიღი
1998-08-09
გამოქვეყნების თარიღი
1998-08-14
სარეგისტრაციო კოდი
310.050.000.05.002.001.
სახელმწიფო ავიაკომპანია ,,საქართველოს ავიახაზებისათვის" ფლაგმანური ავიაგადამზიდველის სტატუსის მინიჭების შესახებ

საქართველოს პრეზიდენტის

ბრძანებულება №465

1998 წლის 9 აგვისტო

ქ. თბილისი

სახელმწიფო ავიაკომპანია „საქართველოს ავიახაზებისათვის“ ფლაგმანური ავიაგადამზიდველის სტატუსის მინიჭების შესახებ

საქართველოს საავიაციო ბაზრის რეგულირებისა და მომხმარებელთა ინტერესების დაცვისათვის და სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაციის (იკაო) რეკომენდაციების (DOC 9626) საფუძველზე:

 1. სააქციო საზოგადოება – სახელმწიფო ავიაკომპანია „საქართველოს ავიახაზებს“ ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე, მიენიჭოს ფლაგმანური ავიაგადამზიდველის სტატუსი.

 2. ფლაგმანურ ავიაგადამზიდველს მიენიჭოს უფლება:

 ა) ექსპლუატაცია გაუწიოს იმ ახალ შეთანხმებულ ხაზებს, რომლებიც განსაზღვრულია საჰაერო მიმოსვლის შესახებ საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებით (შეთანხმებებით);

 ბ) სახელმწიფო ავიაკომპანია „საქართველოს ავიახაზებმა“ რეგულარული ექსპლუატაცია გაუწიოს გამოთავისუფლებულ შეთანხმებულ ხაზებს.

 3. სააქციო საზოგადოება – სახელმწიფო ავიაკომპანია „საქართველოს ავიახაზების“ ფლაგმანური ავიაგადამზიდველის სტატუსის მოქმედების ვადა განისაზღვროს 10 წლით.

 4. ძალადაკარგულად ჩაითვალოს „საქართველოს სამოქალაქო ავიაციის მუშაობის

 უზრუნველყოფის გადაუდებელ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 1995 წლის 31 დეკემბრის №102 ბრძანებულების მე-8 პუნქტის ის ნაწილი, რომელიც განსაზღვრავს ავიაკომპანია „ორბისათვის“ ფლაგმანური გადამზიდველის სტატუსის მინიჭებას.

 5. კონკურენციის შეზღუდვისა და მომხმარებელთა უფლებების შელახვის ფაქტების თავიდან აცილების მიზნით:

 ა) სახელმწიფო ავიაკომპანია „საქართველოს ავიახაზები“ შეტანილ იქნეს მონოპოლისტი ეკონომიკური აგენტების სახელმწიფო რეესტრში;

 ბ) საქართველოს საჰაერო ტრანსპორტის დეპარტამენტის სალიცენზიო კომისიის შემადგენლობაში შეყვანილ იქნეს ანტიმონოპოლიური ორგანოს წარმომადგენელი.

ე. შევარდნაძე

კრებსითი — სრული ვერსია