„ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 29 სექტემბრის N9 დადგენილებაში –"სივრცით–ტერიტორიული დაგეგმარების და ინფრასტრუქტურის კომისიის დებულების დამტკიცების შესახებ" ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე"

დოკუმენტის ტიპი
მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება
დოკუმენტის ნომერი
21
მიმღები ორგანო
ჩოხატაურის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი
2010-11-25
გამოქვეყნების თარიღი
2010-12-09
სარეგისტრაციო კოდი
010250020.35.114.016017
„ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 29 სექტემბრის N9 დადგენილებაში –"სივრცით–ტერიტორიული დაგეგმარების და ინფრასტრუქტურის კომისიის დებულების დამტკიცების შესახებ" ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე"

ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №21

2010 წლის 25 ნოემბერი

დაბა ჩოხატაური

ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 29 სექტემბრის №9 დადგენილებაში „სივრცით-ტერიტორიული დაგეგმარების და ინფრასტრუქტურის კომისიის დებულების დამტკიცების შესახებ“ ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე

საქართველოს კანონის „ნორმატიული აქტების შესახებ“ მე-20 მუხლის შესაბამისად,

 საკრებულომ დაადგინა:

1. ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 29 სექტემბრის №9 დადგენილებაში „სივრცით-ტერიტორიული დაგეგმარების და ინფრასტრუქტურის კომისიის დებულების დამტკიცების შესახებ“ შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:

1. ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 29 სექტემბრის №9 დადგენილების „სივრცით-ტერიტორიული დაგეგმარების და ინფრასტრუქტურის კომისიის დებულების დამტკიცების შესახებ“ თანდართული დებულების I თავის მე-3 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. კომისიის თავმჯდომარეს თანამდებობაზე ირჩევს (ათავისუფლებს) საკრებულო საქართველოს ორგანული კანონის ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ 28-ე და საკრებულოს დებულების 26-ე მუხლებით დადგენილი წესებით.

2. ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 29 სექტემბრის №9 დადგენილების „სივრცით-ტერიტორიული დაგეგმარების და ინფრასტრუქტურის კომისიის დებულების დამტკიცების შესახებ“ თანდართული დებულების I თავის მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის ,,ე“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ე) საკრებულოს ბიუროს დასამტკიცებლად წარუდგენს კომისიის სამუშაო                      გეგმას, უზრუნველყოფს სამუშაო გეგმით გათვალისწინებულ ღონისძიებათა განხორციელებას“.

2. დადგენილება ძალაშია არსებული წესით გამოქვეყნებისთანავე.

საკრებულოს თავმჯდომარე                                                                       ა. ხუნდაძე

კრებსითი — სრული ვერსია