ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №20
2010 წლის 25 ნოემბერი
დაბა ჩოხატაური
ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 29 სექტემბრის №8 დადგენილებაში „საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის დებულების დამტკიცების შესახებ“ ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე
საქართველოს კანონის „ნორმატიული აქტების შესახებ“ მე-20 მუხლის შესაბამისად,
საკრებულომ დაადგინა:
1. ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 29 სექტემბრის №8 დადგენილებაში – „საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის დებულების დამტკიცების შესახებ“ შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:
1. ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 29 სექტემბრის №8 დადგენილების „საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის დებულების დამტკიცების შესახებ“ თანდართული დებულების I თავის მე-3 მუხლის 1-ლი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. კომისიის თავმჯდომარეს თანამდებობაზე ირჩევს (ათავისუფლებს) საკრებულო ,,საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ 28-ე და საკრებულოს დებულების 26-ე მუხლებით დადგენილი წესებით.
2. ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 29 სექტემბრის №8 დადგენილების „საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის დებულების დამტკიცების შესახებ“ თანდართული დებულების I თავის მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის ,,ე“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ე) საკრებულოს ბიუროს დასამტკიცებლად წარუდგენს კომისიის სამუშაო გეგმას, უზრუნველყოფს სამუშაო გეგმით გათვალისწინებულ ღონისძიებათა განხორციელებას“.
2. დადგენილება ძალაშია არსებული წესით გამოქვეყნებისთანავე.
საკრებულოს თავმჯდომარე ა. ხუნდაძე