თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №13/10
2010 წლის 26 ნოემბერი
ქ.თეთრიწყარო
თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 29 ოქტომბრის №12/8 დადგენილებაში ,,თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის გამგეობის სოციალური სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ცვლილებების შეტანის თაობაზე
,,ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ” საქართველოს ორგანული კანონის და ,,ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონის შესაბამისად,
თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულო ა დ გ ე ნ ს:
1. ,,თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის გამგეობის სოციალური სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 29 ოქტომბრის №12/8 დადგენილების №1 დანართის პირველი მუხლიდან ამოღებულ იქნეს მე-3 და მე-4 პუნქტი.
2. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საკრებულოს თავმჯდომარე გ. მესტვირიშვილი