თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 29 ოქტომბრის 12/7 დადგენილებაში, "თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის გამგეობის ადმინისტრაციული სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ" ცვლილებების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება
დოკუმენტის ნომერი
13/9
მიმღები ორგანო
თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი
2010-11-26
გამოქვეყნების თარიღი
2010-12-09
სარეგისტრაციო კოდი
010250000.35.157.016021
თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 29 ოქტომბრის 12/7 დადგენილებაში, "თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის გამგეობის ადმინისტრაციული სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ" ცვლილებების შეტანის თაობაზე

თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება № 13/9

2010 წლის 26 ნოემბერი

ქ. თეთრიწყარო

თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 29 ოქტომბრის 12/7 დადგენილებაში, „თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის გამგეობის ადმინისტრაციული სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ცვლილებების შეტანის თაობაზე

„ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად,

თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულო ა დ გ ე ნ ს :

1. შეტანილ იქნეს ცვლილება ,,თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის გამგეობის ადმინისტრაციული სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ’’ თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 29 ოქტომბრის №12/7 დადგენილების №1 დანართის მე-7 მუხლში და ამოღებულ იქნეს ,,ბ’’ ქვეპუნქტი.

2. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საკრებულოს თავმჯდომარე    გ. მესტვირიშვილი

 

 

კრებსითი — სრული ვერსია