თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 29 ოქტომბრის №12/6 დადგენილებაში "თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის გამგეობის სახელმწიფო შესყიდვების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ" ცვლილებების შეტანის თაობაზე.

დოკუმენტის ტიპი
მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება
დოკუმენტის ნომერი
13/8
მიმღები ორგანო
თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი
2010-11-26
გამოქვეყნების თარიღი
2010-12-09
სარეგისტრაციო კოდი
010250000.35.157.016020
თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 29 ოქტომბრის №12/6 დადგენილებაში "თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის გამგეობის სახელმწიფო შესყიდვების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ" ცვლილებების შეტანის თაობაზე.

თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება № 13/8

2010 წლის 26 ნოემბერი

ქ. თეთრიწყარო

თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 29 ოქტომბრის №12/6 დადგენილებაში „თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის გამგეობის სახელმწიფო შესყიდვების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ცვლილებების შეტანის თაობაზე.

„ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ “ საქართველოს ორგანული კანონის და

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულო ა დ გ ე ნ ს :

 შეტანილ იქნეს შესწორება თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის გამგეობის ,,სახელმწიფო შესყიდვების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ’’ თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 29 ოქტომბრის №12/6 დადგენილებაში:

ა) ,,სახელმწიფო შესყიდვების“ ნაცვლად გამოყენებულ იქნეს ტერმინი ,,ადგილობრივი შესყიდვები’’

 ბ) შეტანილ იქნეს ცვლილება ,,თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 29 ოქტომბრის №12/6 დადგენილების მე-3 ქვეპუნქტში და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,სამსახურის საშტატო განრიგი და მოხელეთა თანამდებობრივი სარგოები განისაზღვრება გამგეობის საშტატო ნუსხით, რომელსაც ამტკიცებს საკრებულოს თავმჯდომარე, ხოლო თანამდებობრივ სარგოებს – საკრებულო’’.

2. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საკრებულოს თავმჯდომარე                                                                გ. მესტვირიშვილი

 

კრებსითი — სრული ვერსია