"ცაგერის მუნიციპალიტეტის თვითმმართველობის ორგანოების საჯარო მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოების განსაზღვრის შესახებ" ცაგერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2008 წლის 18 მარტის №185 დადგენილებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე"

დოკუმენტის ტიპი
მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება
დოკუმენტის ნომერი
51
მიმღები ორგანო
ცაგერის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი
2010-11-19
გამოქვეყნების თარიღი
2010-12-02
სარეგისტრაციო კოდი
010320000.35.116.016006
"ცაგერის მუნიციპალიტეტის თვითმმართველობის ორგანოების საჯარო მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოების განსაზღვრის შესახებ" ცაგერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2008 წლის 18 მარტის №185 დადგენილებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე"

ცაგერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

 დადგენილება №51

 2010 წლის  19 ნოემბერი

ქ. ცაგერი

 „ცაგერის მუნიციპალიტეტის თვითმმართველობის ორგანოების საჯარო მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოების განსაზღვრის შესახებ“ ცაგერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2008 წელს 18 მარტის № 185 დადგენილებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე

  „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის, „ავტონომიური რესპუბლიკების ხელისუფლებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების საჯარო მოსამსახურეთა შრომის ანაზღაურების მოწესრიგების თაობაზე“ საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 29 აგვისტოს №726 ბრძანებულებაში ცვლილებების შეტანის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2010 წლის №7 ივლისის №476 ბრძანებულების შესაბამისად.

1. მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2008 წლის 18 მარტის №185 დადგენილების № 2 დანართი ჩამოყალიბდეს ახალი რედაქციით /თან ერთვის/.

2. ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საკრებულოს თავმჯდომარე                მ. ლეთოდიანი

   დანართი № 2

 ცაგერის მუნიციპალიტეტის გამგეობის თანამდებობის პირთა და აპარატის მუშაკთა თანამდებობრივი სარგოები

1. გამგებელი – 2100 ლარი

2. გამგებლის მოადგილე – 900 ლარი

3. გამგებლის თანაშემწე – 450 ლარი

4. აპარატის უფროსი – 700 ლარი

უმცროსი საჯარო თანამდებობის პირი :

ა) მთავარი სპეციალისტი – 400 ლარი

ბ) წამყვანი სპეციალისტი– 300 ლარი

გ) უფროსი სპეციალისტი– 270 ლარი

დ) სპეციალისტი – 250 ლარი.

კრებსითი — სრული ვერსია