საქართველოს პრეზიდენტის
ბრძანებულება № 145
1998 წლის 16 მარტი
ქ. თბილისი
გ. ჩახავას ღირსების ორდენით დაჯილდოების შესახებ
ქართული არქიტექტურის განვითარებაში შეტანილი დიდი პირადი წვლილისა და ნაყოფიერი საზოგადოებრივი საქმიანობისათვის აღმოსავლეთის ქვეყნების არქიტექტორთა საერთაშორისო აკადემიის საპატიო წევრი, საქართველოს დამსახურებული არქიტექტორი გიორგი ჩახავა დაჯილდოვდეს ღირსების ორდენით.
ე. შევარდნაძე