,,საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს მთავრობის 2004 წლის 12 ივნისის №50 დადგენილებაში დამატების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მთავრობის დადგენილება
დოკუმენტის ნომერი
110
მიმღები ორგანო
საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი
2004-11-24
გამოქვეყნების თარიღი
2004-11-26
სარეგისტრაციო კოდი
010.240.030.10.003.000.109
,,საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს მთავრობის 2004 წლის 12 ივნისის №50 დადგენილებაში დამატების შეტანის თაობაზე

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №110

2004 წლის 24 ნოემბერი

ქ. თბილისი

„საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს მთავრობის 2004 წლის 12 ივნისის №50 დადგენილებაში დამატების შეტანის თაობაზე

„საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ” საქართველოს კანონის მე-17 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად „საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს მთავრობის 2004 წლის 12 ივნისის №50 დადგენილებით (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე №60, 2004 წ. მუხლი 526) დამტკიცებული დებულების მე-8 მუხლის მე-5 პუნქტში შეტანილ იქნეს დამატება და ჩამოყალიბდეს შემდეგი ახალი რედაქციით:

“5. სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებები არიან:

ა) სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება – სატყეო მეურნეობის დეპარტამენტი;

ბ) სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება – დაცული ტერიტორიების დეპარტამენტი;

გ) სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება – გეოლოგიის დეპარტამენტი;

დ) სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება – ჰიდრომეტეოროლოგიის დეპარტამენტი;

ე) სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება – გეოდეზიისა და კარტოგრაფიის დეპარტამენტი.“.

პრემიერ-მინისტრი                ზ. ჟვანია

კრებსითი — სრული ვერსია