საქართველოს პრეზიდენტის
ბრძანებულება №135
1998 წლის 7 მარტი
ქ. თბილისი
ვ. გრიგალაშვილის ღირსების ორდენით დაჯილდოების შესახებ
სახელმწიფო ორგანოებში ნაყოფიერი მოღვაწეობისა და საქართველოს ქალთა საბჭოში აქტიური საზოგადოებრივი საქმიანობისათვის საქართველოს დამსახურებული ინჟინერი ვარვარა გრიგალაშვილი დაჯილდოვდეს ღირსების ორდენით.
ე. შევარდნაძე