„უცხოელთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონში დამატების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს კანონი
დოკუმენტის ნომერი
3810
მიმღები ორგანო
საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი
2010-11-12
გამოქვეყნების თარიღი
2010-11-26
სარეგისტრაციო კოდი
010120000.05.001.016069
„უცხოელთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონში დამატების შეტანის თაობაზე

საქართველოს კანონი

„უცხოელთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონში დამატების შეტანის თაობაზე

მუხლი 1. „უცხოელთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონის (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №3, 16.01.2006, მუხ. 16) მე-4 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 53 პუნქტი:

„53. უცხოელთა საქართველოში უვიზოდ შემოსვლის შემთხვევები, რომლებიც გათვალისწინებული არ არის ამ კანონით, და აღნიშნულ პირთა საქართველოს ტერიტორიაზე ყოფნის ხანგრძლივობა შესაძლებელია დამატებით განისაზღვროს საქართველოს პრეზიდენტის ან მთავრობის შესაბამისი ნორმატიული აქტით.“.

მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

 

საქართველოს პრეზიდენტი            მ. სააკაშვილი

თბილისი,

2010 წლის 12 ნოემბერი.

№3810–IIს

 

კრებსითი — სრული ვერსია