საქართველოს კანონი
„საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში დამატების შეტანის თაობაზე
მუხლი 1. „საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №32, 06.11.2009, მუხ. 191) 22-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-8 პუნქტი:
„8. სამსახურის თანამშრომელი ექვემდებარება სავალდებულო სახელმწიფო დაზღვევას, ხოლო მისი ოჯახის წევრთა სახელმწიფო დაზღვევასთან დაკავშირებულ საკითხებს (მათ შორის, ოჯახის წევრთა წრეს) განსაზღვრავს საქართველოს ფინანსთა მინისტრი.“.
მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს 2011 წლის 1 იანვრიდან.
საქართველოს პრეზიდენტი მ. სააკაშვილი
თბილისი,
2010 წლის 12 ნოემბერი.
№3811–IIს