ტყიბულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №28
2010 წლის 25 ნოემბერი
ქ. ტყიბული
„ტყიბულის მუნიციპალიტეტის ქონების პრივატიზებისას საჯარო აუქციონში გამარჯვების დამადასტურებელი ოქმის ტიპური ფორმის დამტკიცების შესახებ“ ტყიბულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 26 ოქტომბრის №16 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ.
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად, ტყიბულის მუნიციპალიტეტის საკრებულომ დ ა ა დ გ ი ნ ა:
მუხლი 1
შეტანილ იქნეს ცვლილება ტყიბულის მუნიციპალიტეტის ქონების პრივატიზებისას საჯარო აუქციონში გამარჯვების დამადასტურებელი ოქმის ტიპური ფორმის დამტკიცების შესახებ“ ტყიბულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 26 ოქტომბრის №16 დადგენილებაში და აღნიშვნითი ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 22-ე მუხლის, პირველი პუნქტის „ღ“ ქვეპუნქტის და „ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19' მუხლის მე-2 პუნქტის საფუზველზე, ტყიბულის მუნიციპალიტეტის საკრებულომ დაადგინა:“.
მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს კანონმდებლობით დადგენილი წესით, გამოქვეყნებისთანავე.
საკრებულოს თავმჯდომარე დ. ქათამაძე