"ტყიბულის მუნიციპალიტეტის გამგეობის ზედამხედველობის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ" ტყიბულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 7 სექტემბრის №10 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება
დოკუმენტის ნომერი
23
მიმღები ორგანო
ტყიბულის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი
2010-11-25
გამოქვეყნების თარიღი
2010-11-30
სარეგისტრაციო კოდი
010250050.35.125.016013
"ტყიბულის მუნიციპალიტეტის გამგეობის ზედამხედველობის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ" ტყიბულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 7 სექტემბრის №10 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

ტყიბულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №23

2010 წლის 25 ნოემბერი

ქ. ტყიბული

„ტყიბულის მუნიციპალიტეტის გამგეობის ზედამხედველობის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ “ ტყიბულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს   2010 წლის 7 სექტემბრის №10 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

„ ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის  შესაბამისად, ტყიბულის მუნიციპალიტეტის საკრებულომ დ ა ა დ გ ი ნ ა:

    მუხლი 1

შეტანილ იქნეს ცვლილება „ტყიბულის მუნიციპალიტეტის გამგეობის ზედამხედველობის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ტყიბულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 7 სექტემბრის №10 დადგენილებაში და ამ დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-2 მუხლის, პირველი პუნქტის „ა “ ქვეპუნქტში და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით :

„ა) ტყიბულის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე, მათ შორის, ქალაქის იერსახეზე ზრუნვა, ტერიტორიის დაზიანების, სამშენებლო ან შესაკეთებელ სამუშაოთა ჩატარების დროს, დასახლებული პუნქტების ტერიტორიის კეთილმოწყობის წესების დარღვევის, გზის მწვანე საფარის დანაგვიანებასა და დაზიანებაზე; “.

    მუხლი 2

შეტანილ იქნეს ცვლილება „ტყიბულის მუნიციპალიტეტის გამგეობის ზედამხედველობის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ტყიბულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 7 სექტემბრის №10 დადგენილებაში და ამ დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-2 მუხლის პირველი პუნქტის „ბ “ ქვეპუნქტში და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით :

„ბ) ზედამხედველობა გარე რეკლამის განთავსებაზე, შავი და ფერადი ლითონების, მათი შემცვლელი ნაკეთობების, ჯართისა და ნარჩენების შეგროვების, შეძენის, ტრანსპორტირების, გაყიდვის ან ჩაბარების წესებზე “.

    მუხლი 3

დადგენილება ამოქმედდეს კანონმდებლობით დადგენილი წესით გამოქვეყნებისთანავე.

საკრებულოს თავმჯდომარე                      დ. ქათამაძე

 

კრებსითი — სრული ვერსია