ტყიბულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №22
2010 წლის 25 ნოემბერი
ქ. ტყიბული
„ტყიბულის მუნიციპალიტეტის გამგეობის ადმინისტრაციული სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ “ ტყიბულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 7 სექტემბრის № 9 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
„ ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად, ტყიბულის მუნიციპალიტეტის საკრებულომ დ ა ა დ გ ი ნ ა:
მუხლი 1
შეტანილ იქნეს ცვლილება „ტყიბულის მუნიციპალიტეტის გამგეობის ადმინისტრაციული სამსხურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ტყიბულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 7 სექტემბრის № 9 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-3 მუხლის „ა “ პუნქტში და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ა ) მუნიციპალიტეტის გამგეობის კორესპონდენციის რეგისტრაციასა და მათ განაწილებას დანიშნულებისამებრ, ტყიბულის მუნიციპალიტეტის გამგეობის სამსახურებსა და ტყიბულის მუნიციპალიტეტის გამგეობის ტერიტორიულ ორგანოებს შორის; “.
მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს კანონმდებლობით დადგენილი წესით, გამოქვეყნებისთანავე .
საკრებულოს თავმჯდომარე დ . ქათამაძე