„ტყიბულის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ" ტყიბულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 7 სექტემბრის №7 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება
დოკუმენტის ნომერი
21
მიმღები ორგანო
ტყიბულის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი
2010-11-25
გამოქვეყნების თარიღი
2010-11-30
სარეგისტრაციო კოდი
010250050.35.125.016011
„ტყიბულის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ" ტყიბულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 7 სექტემბრის №7 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

ტყიბულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №21

2010 წლის 25 ნოემბერი

ქ. ტყიბული

„ტყიბულის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების  დამტკიცების შესახებ “ ტყიბულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 7 სექტემბრის №7 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე.

„ ნორმატიული აქტების შესახებ“  საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად , ტყიბულის მუნიციპალიტეტის საკრებულომ დ ა ა დ გ ი ნ ა:

    მუხლი 1

შეტანილ იქნეს ცვლილება „ტყიბულის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების  დამტკიცების შესახებ“ ტყიბულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 7 სექტემბრის №7 დადგენილებით  დამტკიცებული დებულების მე-2 მუხლის პირველ პუნქტში და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ 1. გამგეობა საქმიანობას წარმართავს საქართველოს კონსტიტუციის, ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ ევროპის ქარტიის, „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ “ საქართველოს ორგანული კანონის, მოქმედი კანონმდებლობის და ამ დებულების შესაბამისად. “.

    მუხლი 2

შეტანილ იქნეს ცვლილება „ტყიბულის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების  დამტკიცების შესახებ“ ტყიბულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 7 სექტემბრის №7 დადგენილებით  დამტკიცებული დებულების მე-3 მუხლის მე-2 პუნქტში და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ 2. გამგეობის ადმინისტრაციული წარმოების საფუძვლები განისაზღვრება „ ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ “ საქართველოს ორგანული კანონით , „საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით “, „ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსით “ , „ ნორმატიული აქტების შესახებ “ საქართველოს კანონით და საქართველოს პრეზიდენტის 1999 წლის 1 ივლისის № 518 ბრძანებულებით დამტკიცებული „საქმისწარმოების ერთიანი წესებით “ და ამ დებულებით “.

    მუხლი 3

შეტანილ იქნეს ცვლილება „ტყიბულის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების  დამტკიცების შესახებ“ ტყიბულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 7 სექტემბრის №7 დადგენილებით  დამტკიცებული დებულების მე-7 მუხლის მე-2 პუნქტის „ა “  ქვეპუნქტში და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა ) საკრებულოს დასამტკიცებლად წარუდგენს გამგებლის მიერ შემუშავებულ გამგეობის დებულების , ტყიბულის მუნიციპალიტეტის გამგეობის სამსახურებისა და ტყიბულის მუნიციპალიტეტის გამგეობის ტერიტორიული ორგანოების დებულებების პროექტებს “.

    მუხლი 4

შეტანილ იქნეს ცვლილება „ტყიბულის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების  დამტკიცების შესახებ“ ტყიბულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 7 სექტემბრის №7 დადგენილებაში და ამ დადგენილებით დამტკიცებული დებულების V და VI თავი, მე-16 მუხლი,  მე-17 მუხლის მე-5 პუნქტი ამოღებულ იქნეს.

       მუხლი 5

დადგენილება ამოქმედდეს კანონმდებლობით დადგენილი წესით, გამოქვეყნებისთანავე.

საკრებულოს თავმჯდომარე                                              დ .  ქათამაძე

კრებსითი — სრული ვერსია