ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №44
2010 წლის 25 ნოემბერი
ქ.ახალციხე
„ახალციხის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე პირველ კლასს დაქვემდებარებული შენობა-ნაგებობების სახეობების (რომელთა განთავსება/მშენებლობა მშენებლობის ნებართვის გარეშე იქნება შესაძლებელი) განსაზღვრის შესახებ“ ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 12 ოქტომბრის №35 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად:
მუხლი 1.
შეტანილ იქნეს ცვლილება „ახალციხის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე პირველ კლასს დაქვემდებარებული შენობა-ნაგებობების სახეობების (რომელთა განთავსება/მშენებლობა მშენებლობის ნებართვის გარეშე იქნება შესაძლებელი) განსაზღვრის შესახებ“ ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 12 ოქტომბრის №35 დადგენილებაში (სსმ V, №44, 28.10.2010 წ., მუხ.1318) და დადგენილების მე-2 პუნქტის „ა’’ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ა) საერთაშორისო და შიდა სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გზის ღერძულა ხაზიდან 100-მეტრიან ზონაში.’’.
მუხლი 2.
დადგენილება ამოქმედდეს „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, გამოქვეყნებისთანავე.
საკრებულოს თავმჯდომარე მ. გიქოშვილი