საქართველოს მთავრობის
დადგენილება №107
2004 წლის 15 ნოემბერი
ქ. თბილისი
,,მსოფლიო ბანკის ენერგოშემცველების ტრანზიტის ინსტიტუციური აღმშენებლობის პროექტის საორგანიზაციო კომიტეტის შექმნის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2004 წლის 2 აპრილის №9 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
შეტანილ იქნეს ცვლილება ,,მსოფლიო ბანკის ენერგოშემცველების ტრანზიტის ინსტიტუციური აღმშენებლობის პროექტის საორგანიზაციო კომიტეტის შექმნის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2004 წლის 2 აპრილის №9 დადგენილებაში და პირველი პუნქტით დამტკიცებული კომისიის შემადგენლობიდან გამოყვანილ იქნეს გიორგი ჭანტურია, ხოლო მის ნაცვლად შეყვანილ იქნეს ნიკოლოზ ვაშაკიძე – საქართველოს ნავთობის საერთაშორისო კორპორაციის პრეზიდენტი.
პრემიერ-მინისტრი ზ. ჟვანია