საქართველოს იუსტიციის მინისტრის
ბრძანება №218
2010 წლის 26 ნოემბერი
ქ. თბილისი
„საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – მონაცემთა გაცვლის სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2009 წლის 22 დეკემბერის №228 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:
მუხლი 1
„საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – მონაცემთა გაცვლის სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2009 წლის 22 დეკემბრის №228 ბრძანებით (სსმ III, 2009წ., №156, მუხ.1873) დამტკიცებული დებულების მე-2 მუხლის მე-7 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„7. სააგენტოს იურიდიული მისამართია: ქ. თბილისი, 0102, წმ. ნიკოლოზის/ნ. ჩხეიძის № 2.“.
მუხლი 2
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
ზ. ადეიშვილი